ჩვენს
შესახებ
გაერთიანება, კავშირი „სმრგსა 21“ მუშაობს 2007 წლიდან. სოფლის
მეურნეობის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში
განხორციელებული გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
დაფინანსებული არაერთი პროექტი. თანამშრომლობა გვაკავშირებს შემდეგ
ორგანიზაციებთან: CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი
არასამთავრობო როგანიზაციების ქსელი), ACF (მოძრაობა
შიმშლობის წინააღმდეგ), CIP (კარტოფილის საერთაშორისო
ცენტრი), Mercy Corps, SDC (შვეიცარიის
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო), შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,
კავკასიის გენეტიკა.
ამჟამად, როგორც „მერსი ქორფსი“-ს
პარტნიორი ორგანიზაცია, ვახორციელებთ „შვეიცარიის განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულ
პროექტს „საბაზრო ალიანსი სიღარიბის წინააღმდეგ“
(MAAP)
საქართველოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში.